ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ

ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2007 წლის 17 მაისს, დაარსების დღიდან შეუერთდა სწრაფი განვითარებისა და ცვლილების პროცესს. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის ამჟამინდელი სტატუსი 2019 წლისათვის ქვემოთ არის შეჯამებული.


კამპუსები 
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კვლევითი და სოციალურ-კულტურული ობიექტები დაგეგმილია ართვინის ქალაქის ცენტრში ორ მთავარ კამპუსში, კერძოდ, ცენტრალურსა და სეითლერის კამპუსში. ასევე, არჰავისა და ჰოფას კამპუსებში.

სეითლერის კამპუსი 
ქალაქიდან დაახლოებით 3 კმ. მოშორებით, სეითლერის კამპუსში აშენებულ მთავარი სერვისის შენობაში, რომელიც აშენებულია 187 ჰექტარზე, ამჟამად განთავსებულია რექტორატი, რექტორატთან დაკავშირებული ზოგიერთი განყოფილება და სატყეო ფაკულტეტი, მეცნიერებათა სამაგისტრო სკოლა, რომელიც დაარსდა 2020 წელს სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გაერთიანებით. გარდა ამისა, ამ შენობაში ფუნქციონირებს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სკოლა და გამოყენებითი მეცნიერებათა სკოლა. განათლების სერვისისთვის გახსნილ ორ სასწავლო ბლოკში, რომელთა მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, ართვინის პროფესიული სასწავლებელი და საინჟინრო ფაკულტეტი ახორციელებენ სწავლებასა და ტრენინგს. ცენტრალური კვლევითი ლაბორატორია, რომელიც გაიხსნა 2011 წელს და საშუალებას იძლევა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა განხორციელდეს უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, გარდა ჩვენი უნივერსიტეტის კვლევების განვითარებისა, ხელს უწყობს, ასევე, საჭიროებისამებრ ჩვენს პროვინციაში ანალიზისა და ექსპერიმენტების განხორციელებას. ამავე კამპუსში „სოციალური და კულტურული აქტივობების ცენტრი“ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის კითხვის, დასვენების, შოპინგის, კვების და ჯანმრთელობის საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საგამოფენო დარბაზი, სტუდენტთა და პერსონალის კაფეტერია, სამედიცინო-სოციალური ოთახები, ბოულინგისა და ბილიარდის დარბაზი, პილატესი და ფიტნეს დარბაზები, სასწრაფო დახმარება და ა.შ. საჭიროებების დაკმაყოფილებისთის არის განთავსებული. ამავე კორპუსში, ასევე, ავეჯისა და დეკორაციის სახელოსნო თავის სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების საშუალებას აძლევს. დახურულ სპორტულ დარბაზს, რომელიც ასევე მდებარეობს სეითლერის კამპუსში, აქვს დაახლოებით 3500 მ2 დახურული ფართობი და მასპინძლობს სპორტულ ღონისძიებებს 900 მაყურებლის ტევადობით.


ცენტრალური კამპუსი
ჩვენი უნივერსიტეტის ცენტრალურ კამპუსში, რომელიც განთავსებულია მდინარე ჭოროხთან 70 ჰექტარზე, განათლების ფაკულტეტი, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჯანდაცვის პროფესიული სასწავლებელი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მომსახურებას. ა. ნიჰათ გოქიღითის შემოწირულობით აშენებულ  "ნიჰათ ქოიღითის კონგრესისა და კულტურის ცენტრი", ექსპლუატაციაში შევიდა და ასევე მასპინძლობს აკადემიურ, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებს. ამავე კამპუსში გახსნილი ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელიც თავისი ორიგინალური დიზაინით ქალაქისა და ჩვენი უნივერსიტეტის სიმბოლოდ იქცა, მხარს უჭერს ჩვენი სტუდენტების კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას თავისი თანამედროვე საშუალებებით.

ჰოფას კამპუსი
ჰოფას რაიონში დაარსებულ ჰოფას კამპუსში, ჰოფას ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თეოლოგიის ფაკულტეტი და ჰოფას პროფესიული სასწავლებელი ახორციელებს საგანმანათლებლო მომსახურებას. ამ კამპუსში ჩვენი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ხალიჩის მოედანი, მრავალფუნქციური მოედანი (კალათბურთის, ფრენბურთის, ჩოგბურთის კორტები) და ფიტნეს ცენტრი. ჰოფას პროფესიული სკოლა 2012-2013 სასწავლო წლიდან ჰოფას ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად საგანმანათლებლო მომსახურებას ახორციელებს ახალ შენობაში.

არჰავის კამპუსი 
ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი და არჰავის პროფესიული სკოლა, რომლებიც არჰავის რაიონში დაარსდა, საგანმანათლებლო საქმიანობას არჰავის კამპუსში ახორციელებენ. გარდა მთავარი კამპუსისა, ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი განყოფილება,  შავშატის პროფესიული სასწავლებელი საქმიანობას ახორციელებს რაიონის საგანმანათლებლო შენობაში, ხოლო იუსუფელის პროფესიული სასწავლებელი განათლებას ახორციელებს საკუთარ სასწავლო შენობაში იუსუფელის რაიონში. ართვინელი ბიზნესმენის, ბატონი ისმეთ აქარის მიერ დაარსებულ ბორჩქა აჯარლარის პროფესიული სასწავლებლის საგანმანათლებლო და მომსახურების შენობაში საგანმანათლებლო მომსახურება 2014-2015 სასწავლო წლიდან მიმდინარეობს.

განათლება-სწავლება
ჩვენს უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამები ასოცირებული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე სხვადასხვა აკადემიურ ერთეულებში (პროფესიული სასწავლებელი, კოლეჯი, ფაკულტეტი, ინსტიტუტი) მიმდინარეობს. სასწავლო წელი შედგება საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრისგან, თითოეული 14 კვირის ხანგრძლივობით. სემესტრული განათლებით ინსტიტუტის, ფაკულტეტის, უმაღლესი სკოლისა და პროფესიულ სასწავლებელთა სტუდენტებმა, ყოველი სასწავლო წლის ან სემესტრის დასაწყისში აკადემიური კალენდრით განსაზღვრულ ვადებში, კონსულტანტების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, შეიტანონ თანხა და განაახლონ კურსი. ართვინ ჭოროხის უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება სავალდებულოა. სტუდენტები, რომლებიც არ დაესწრებიან გამოყენებითი კურსის 20%-ზე მეტს და თეორიული კურსის 30%-ზე მეტს, ჩაითვლება, რომ ვერ შეასრულეს დასწრების მოთხოვნა და არ დაიშვებიან ამ კურსის საბოლოო გამოცდაზე. გარდა ამისა, მოსწავლეთა ნიჭის, ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით, ჩვენი უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2010 წელს, უწყვეტი განათლების პროგრამისა და კვლევის ცენტრის ფარგლებში (ARTSEM), გარდა უცხო ენების კურსებისა, როგორიცაა ზოგადი ინგლისური, არაბული და YDS მოსამზადებელი კურსი, ასევე აწყობს  ხელოვნებისა და ტექნიკური განათლების კურსებსაც. საორიენტაციო პროგრამას  ჩვენი აკადემიური ერთეულები ახორციელებენ, რათა  დეპარტამენტი/განყოფილება/პროგრამა და უნივერსიტეტი  გააცნონ ზოგადად  ახლად დარეგისტრირებულ სტუდენტებს და ხელი შეუწყონ მათ ადაპტაციას ახალ გარემოსთან. ჩვენს უნივერსიტეტში არ არის საზაფხულო სკოლის პროგრამა.

სამედიცინო სერვისი
მედდა და ფსიქოლოგი მუშაობენ ჯანმრთელობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ჯანდაცვის განყოფილებაში, რათა მოემსახურონ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს. ჯანდაცვის განყოფილებაში ფუნქციონირებს როგორც პირველადი და სასწრაფო დახმარება, ასევე ხდება ტემპერატურის, პულსის, არტერიული წნევის გაზომვა, მცირე დაზიანებებისა და მცირე დამწვრობებისას, ჭრილობის დამუშავება, დაჭიმვისას ბანდაჟის გამოყენება და ა.შ. ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების შემთხვევაში ჯანდაცვის განყოფილების მოვალეობაა აცნობოს 112-ის სასწრაფო დახმარების სამსახურს და გადაიყვანოს პაციენტი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენი სტუდენტები სარგებლობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დაწესებულებით. არის ასევე ფსიქოლოგი, რომელიც სტუდენტებსა და პერსონალს უწევს ხელმძღვანელობას და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას,  სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ფსიქოლოგი ურჩევს და ხელმძღვანელობას უწევს სტუდენტებსა და პერსონალს მათი სოციალური, განათლებასთან ან პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. გასაუბრების პროცესი ტარდება კონფიდენციალურობის პრინციპისა და დისციპლინის ეთიკური და პროფესიული მოვალეობების მოთხოვნების შესაბამისად.

კვების მომსახურება 
ლანჩს მიირთმევენ ჩვენი უნივერსიტეტის სასადილო დარბაზებში. კვება არის მაღალი ხარისხის და იაფი, ოთხი სახეობის, სტუდენტების დაბალანსებული დიეტის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, სტუდენტური სასადილოების თითოეულ განყოფილებაში შემოთავაზებულია კვების ალტერნატიული შესაძლებლობები. მატერიალურად შეჭირვებულ სტუდენტებს კვებით დახმარებას უწევს ჩვენი უნივერსიტეტის ჯანმრთელობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. 

კომპიუტერული და ინტერნეტ სერვისები
ჩვენი უნივერსიტეტი დაკავშირებულია Metro Ethernet-ის ინტერნეტთან ULAKBİM-ის საშუალებით. ყველა ერთეულს საერთო ცენტრის მეშვეობით აქვს ინტერნეტთან წვდომა. დაინსტალირებულია როგორც სადენიანი, ასევე უკაბელო ქსელის სისტემა. ჩვენი სტუდენტებისთვის კომპიუტერული განათლებისა და ინტერნეტ სერვისის მისაღებად მომზადდა მრავალი კომპიუტერული ლაბორატორია. გარდა ამისა, შეიქმნა დისტანციური განათლების კლასი YÖK-ის ხელმძღვანელობით, რათა ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ კურსების გავლა სხვადასხვა უნივერსიტეტში და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლონ კურსების გავლა ჩვენს უნივერსიტეტში. 

სტიპენდია და საბინაო შესაძლებლობები
სუსტი ეკონომიკური პირობების მქონე სტუდენტებზე ართვინის უმაღლესი განათლების მხარდამჭერი ასოციაცია დაფინანსებას გასცემს. სტუდენტებს სოციალურ ცხოვრებაში აქტიურობის და  ჩვენს უნივერსიტეტში ნახევარ განაკვეთზე მუშაობით თავიანთ ბიუჯეტში ეკონომიკური წვლილის შეტანის შესაძლებლობა ეძლევათ. მათ შეუძლიათ დაზღვევით იმუშაონ ბიბლიოთეკებში, კომპიუტერულ ოთახებში, კულტურისა და კონგრესის ცენტრებში, ჯანმრთელობის, სოციალურ და სპორტულ დაწესებულებებში, ლაბორატორიებში, სათბურებსა და გამწვანებაში, საგარეო ურთიერთობებში, ზოგიერთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ ერთეულში. ართვინის პროვინციის მასშტაბით გენერალურ დირექტორატთან მოქმედი უმაღლესი განათლების საკრედიტო და ჰოსტელურ დაწესებულებაში, ვაჟთა და გოგონების საერთო საცხოვრებლებში სტუდენტთა ტევადობა დაახლოებით 4200-ია. კერძო საერთო საცხოვრებლებსა და ფონდის მომსახურების ფარგლებში საერთო საცხოვრებლებში სტუდენტთა საერთო ტევადობა 1300-ია. 

ტრანსპორტი
ართვინის ცენტრში მდებარე კამპუსებში ტრანსპორტირება ხდება საქალაქო მიკროავტობუსებით. მიკროავტობუსი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. სტუდენტებისთის საჭირო ადგილების მიმართულებით ტრანსპორტირება პირდაპირია ან გადაჯდომითი.