ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან შემდგარი დელეგაცია ართვინის ჩორუჰის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დოქტორ იბრაჰიმ აიდინს, კაბინეტში ეწვია. ორ უნივერსიტეტს შორის, სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ, პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეაფასეს აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები და გაცვალეს იდეები კულტურული ურთიერთობების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობების გამოყენებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი, დოქტორი ჰაქან გულთექინი და ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დოქტორი მეჰმეთ ალი ქესქინი. რექტორმა, პროფ. იბრაჰიმ აიდინმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვან აკადემიურ და კულტურულ სარგებელს იძლევა და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალ პერიოდში კიდევ უფრო გახშირდება.